TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტი/ექიმი-რადიოლოგი

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტი/ექიმი-რადიოლოგი

ვიტა ინვიტრო კლინიკა Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 29, 2026

Job description

" ვიტა ინვიტრო კლინიკა " აცხადებს ვაკანსიას ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტის (ექიმი-რადიოლოგის) პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს პაციენტთა მაღალი ხარისხის მომსახურებას რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით. ძირითადი მოვალეობები: ** პაციენტების ულტრაბგერითი გამოკვლევების ჩატარება (Gyn/Ob მიმართულებით); ** ფოლიკულოგენეზის (კვერცხუჯრედის ზრდის) დინამიკური მონიტორინგი; ** სუროგატი დედებისა და ორსულთა ულტრაბგერითი მონიტორინგი; ** შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და დასკვნების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება; ** სახელმწიფო სერტიფიკატი რადიოლოგიაში; ** ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ბაზისური ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პაციენტებთან კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე 10:00-დან 18:00-მდე (დასვენების დღე: შაბათი); ** ანაზღაურება: 7000 ლარი (ხელზე ასაღები); ** კლინიკის მისამართი ქ. თბილისი, საბურთალო, მარიჯანის 2ბ. როგორ მოგვმართოთ: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ულტრაბგერის სპეციალისტი".