უმცროსი ბუღალტერი
Job description
ვივო მედიქალ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტერის პოზიციაზე. სამედიცინო ცენტრების გაერთიანება “Vivo Medical Group” 2016 წლიდან აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ სამედიცინო ცენტრებს. ჯგუფის მიზანია თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების განვითარება. თუ ხარ მოტივირებული და გსურს გაზარდო შენი გამოცდილება ბუღალტრულ სფეროში, მაშინ დროა შემოგვიერთდე და გახდე ჩვენი გუნდის წევრი. ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გექნება შესაძლებლობა განავითარო შენი ცოდნა და პროფესიული უნარები. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ნუცუბიძის 1-ლი პლატო, ერმილე ბედიას ქ. 33 სამუშაოს გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე; ანაზღაურება (კვალიფიკაციის შესაბამისად): 1500-1800 ლარი Net (ხელზე ასაღები) ძირითადი ფუნქციეები: კომპანიის ყოველდღიური ხაზინის (Cash Flow) მართვა. კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოებაში მონაწილეობის მიღება. პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და სისტემაში ასახვა (შესყიდვები და ხარჯები). საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ფინანსების (საბუღალტრო) მიმართულებით; სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; ბუღალტრული აღრიცხვრის პრინციპების ცოდნა უნარ-ჩვევები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას! ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/KeHT4kmb