TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უმცროსი ბუღალტერი

უმცროსი ბუღალტერი

სს სკა Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N 42 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი პარასკევი; 10:00-18:00; (შესვენება - 1 სთ) ანაზღაურება: ფიქსირებული (განიხილება ინდივიდუალურად). ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მიმდინარე ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება; ** საბუღალტრო პროგრამაში ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვის უზრუნველყოფა და კონტროლი; ** საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი; ** საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი; ** სალარო ოპერაციების წარმოება და კონტროლი; ** ინვოისების, ზედნადებების, ა/ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების და სხვა დოკუმენტაციის დამუშავება; ** შემოსავლებისა და ხარჯების პროგრამული ასახვა; ** პირველადი დოკუმენტების დამუშავება/შემოწმება; ** დებიტორ-კრედიტორების დავალიანებების სისწორის კონტროლი და შედარებების წარმოება, ჩარიცხვების დროულად განხორციელების უზრუნველსაყოფად; ** სხვადასხვა სახის ინფორმაციისა მომზადება; ** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია და დოკუმენტების კონტროლი; ** ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის საქმიანობიდან; ** აუდიტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ** საგადასახადო კოდექსის ცოდნა; ** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS); ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, ** ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირება; ** ანალიტიკური აზროვნება; ** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი; ** კომუნიკაბელური. ** გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისა და ოპერატიულად მოქმედების უნარი. ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.