---
title: უმცროსი ექიმი
description: კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექიმის თანამდებობაზე (სასურველია უროლოგიის, გინეკოლოგიის ან ქირურგიული მიმართულებით) ადგილმდებარეობა ქ. თბილისი, სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (09:00 - 18:00) ჩვენ
---

# უმცროსი ექიმი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-11-16  
**Apply by:** 2026-12-16

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=768551)

## Job description

კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექიმის თანამდებობაზე (სასურველია უროლოგიის, გინეკოლოგიის ან ქირურგიული მიმართულებით) ადგილმდებარეობა ქ. თბილისი, სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (09:00 - 18:00) ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული განვითარების, გამოცდილების დაგროვებისა და სწრაფი ზრდის შესაძლებლობას; ** რობოტული ქირურგიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გარემოში, წამყვან სპეციალისტებთან მუშაობის პრაქტიკას; ** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს. ძირითადი მოვალეობები: ** უფროსი ექიმის მეთვალყურეობით პაციენტების ამბულატორიული და სტაციონარული მიღება, კონსულტაცია, ანამნეზის შეკრება და პირველადი გასინჯვა; ** პაციენტის მდგომარეობის დინამიკაში შეფასება, პალატური შემოვლები და მეთვალყურეობა; ** მცირე ინვაზიურ მანიპულაციებსა და ქირურგიულ ჩარევებში ასისტირება უფროსი ექიმის მეთვალყურეობით; ** სამედიცინო დოკუმენტაციის (ელექტრონული და მატერიალური) ზუსტი, დროული და მოქმედი რეგულაციების შესაბამისი წარმოება. მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება (დიპლომირებული მედიკოსი); ** უმცროსი ექიმის სტატუსი/სერტიფიკატი (სასურველია ინტერესი/რეზიდენტურა უროლოგიის, გინეკოლოგიის ან მომიჯნავე ქირურგიული მიმართულებით); ** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური და რუსული); ** ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: stkebuchava@onepoint.ge Subject-ველში მიუთითეთ: "უმცროსი ექიმი" რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანია დაამუშავებს თქვენს მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98+%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
