TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უმცროსი გაყიდვების მენეჯერი

უმცროსი გაყიდვების მენეჯერი

s-motors Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

პოზიციის დასახელება: ავტონაწილების უმცროსი გაყიდვების მენეჯერი/კონსულტანტი მდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული. კომპანიის შესახებ: კომპანია " სმოტორს "-ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, ასევე სპეც-ტექნიკის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/ "SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია! სამუშაოს მოკლე აღწერა: ** გასაყიდი პროდუქციის შესწავლა; ** მაღაზიაში შემოსული მომხმარებლების მომსახურება; ** პროდუქტის გაყიდვა და რეალიზაციის გატარება სააღრიცხვო პროგრამაში (Fina) ადგილზე შესწავლით. ** პროდუქციის მიღება საწყობიდან, განთავსება შესაბამის თაროებზე და შემდეგ მისი რეალიზაცია; ** უშუალო უფროსის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა; ** სასურველია თუმცა არა სავალდებულო აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის უნარი; ჩვენ გთავაზობთ: ** მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით; ** დამწყებთათვის 2 თვიან ანაზღაურებად სწავლებას ; ** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით. ** ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი მაღაზიის ბრუნვის მიხედვით. თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე (CV) ელ. მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება. კომპანია "სმოტორს"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!