TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უმცროსი გაყიდვების წარმომადგენელი

უმცროსი გაყიდვების წარმომადგენელი

Biodroga Georgia ქართული
Posted Jul 16, 2026 12h ago apply by Aug 16, 2026

Job description

გერმანული პრემიუმ კლასის კოსმეტიკური ბრენდი "Biodroga " (რომელსაც საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს "ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯია") ეძებს გუნდის ახალ წევრს - ხალისიან, მოტივირებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელსაც სურს პროფესიული ზრდა და განვითარება. თუ გაქვს გამოცდილება მომსახურების სფეროში (მაგალითად: ესთეტიკური ცენტრის ან სტომატოლოგიური კლინიკის ასისტენტად, კონსულტანტად) და გინდა ძალები ახალ ამპლუაში მოსინჯო, ეს ვაკანსია სწორედ შენთვისაა! პოზიცია: უმცროსი გაყიდვების წარმომადგენელი პირობები: პირველი 6 თვე იქნება გამოსაცდელი პერიოდი (ფიქსირებული ანაზღაურებით). ამ ვადის წარმატებით გავლის შემდეგ მოხდება ხელფასის გადახედვა/ზრდა და დაგემატება საბონუსე სისტემა. რას გააკეთებ შენ? ეს არის აქტიური, მოძრავი სამუშაო და არა ოფისში ჯდომა. შენი მთავარი მოვალეობები იქნება: ** ექიმებთან და კოსმეტოლოგებთან ვიზიტები (პროდუქციის შეხსენება, სიახლეების გაცნობა და თბილი ურთიერთობების შენარჩუნება); ** ბრენდის პოპულარიზაცია და პრეზენტაცია (შესაბამის ტრენინგებს ჩვენ ჩაგიტარებთ); ** შეხვედრებისა და ვებინარების ორგანიზება/ჩანიშვნა; ** გაყიდვების მენეჯერისგან მიღებული ყოველდღიური დავალებების შესრულება და მჭიდრო თანამშრომლობა გუნდთან. რა თვისებები და უნარები გჭირდება? ** ლაღი, პოზიტიური და ენერგიული ხასიათი - შენ უნდა იყო კომპანიის "სავიზიტო ბარათი"; ** გამართული და თავდაჯერებული კომუნიკაციის უნარი; ** სწავლისა და განვითარების დიდი სურვილი; ** საბაზისო ინტერესი/ცოდნა ესთეტიკური მედიცინის ან კოსმეტოლოგიის მიმართ (სამედიცინო განათლება სავალდებულო არ არის, თუმცა უპირატესობად ჩაითვლება); ** საკუთარი ავტომობილი/მართვის მოწმობა (აუცილებელია). რას გთავაზობთ ჩვენ? ** მხარდამჭერ და მეგობრულ გარემოს - გაყიდვების მენეჯერი იქნება შენი მენტორი, რომელიც ყოველდღიურად დაგაკვალიანებს და გასწავლის საქმეს; ** საწვავის/ამორტიზაციის ხარჯების ანაზღაურებას; ** რეალურ შესაძლებლობას, შეისწავლო გაყიდვები პრაქტიკაში და გაიზარდო პროფესიულად (კომპანია სწრაფად ვითარდება, გვემატება ახალი ბრენდები და პერსპექტივაში განიხილება კარიერული წინსვლა) თუ გრძნობ, რომ ეს გამოწვევა შენთვისაა, გამოგვიგზავნე შენი CV ფოტოსურათთან (აუცილებელია) ერთად ელფოსტაზე: [email protected]