TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უმცროსი HR სპეციალისტი

უმცროსი HR სპეციალისტი

marshe Georgia ქართული
Posted Jul 20, 2026 1 day ago apply by Aug 20, 2026

Job description

" მარშე " საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს: ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას. "მარშე" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი HR სპეციალისტის პოზიციაზე. პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N5) / 2027 წლის იანვრიდან სოფელი გამარჯვება სამუშაო გრაფიკი: სრული თუ ხარ დაინტერესებული მზარდ, ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობით და თუ ეძებ ახალ გამოწვევებს, მაშინ შემოუერთდი "მარშეს" გუნდს! ძირითადი მოვალეობები: ** HR პროცესების ყოველდღიური მხარდაჭერა; ** კანდიდატების ბაზების მართვა და განახლება; ** რეზიუმეების გადარჩევა და კანდიდატებთან პირველადი კომუნიკაცია; ** ინტერვიუების დაგეგმვაში დახმარება; ** დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრირება (ხელშეკრულებები, განცხადებები და სხვა); ** შიდა კომუნიკაციებში მონაწილეობის მიღება (შეხვედრები, ღონისძიებები და ა.შ.); ** HR განყოფილების ადმინისტრაციულ საქმიანობაში მხარდაჭერა. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით); ** HR სფეროში მუშაობის გამოცდილება არ არის სავალდებულო; ** კომუნიკაციისა და ორგანიზების კარგი უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** Excel-ში მუშაობის შესაძლებლობა; ** საბაზისო მათემატიკის ცოდნა; ** ინგლისური და რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა. შერჩევის ეტაპები: ** გასაუბრება; ** ტესტირება Excel-ში. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ან LinkedIn-ის პროფილის URL-ბმული შემდეგ მისამართზე: [email protected] და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "HR უმცროსი სპეციალისტი".