უმცროსი ქოფირაითერი
Job description
ჩვენი საერთაშორისო " iGaming " კომპანიის კონტენტის გუნდი ეძებს Junior პოზიციაზე მოტივირებულ, კრეატიულ და იდეებით სავსე გუნდის წევრს, რომელიც შექმნის გამორჩეულ კონტენტს და გააცოცხლებს ბრენდის სათქმელს. თუ ხარ ღია აზროვნების (open-minded), გიყვარს სიტყვებით თამაში, ადევნებ თვალს თანამედროვე ტრენდებს და გსურს განვითარდე ქოფირაითინგის მიმართულებით, ეს პოზიცია შენთვისაა! ძირითადი მოვალეობები: ** კრეატიული კონტენტის შექმნა: ორიგინალური და ეფექტური ტექსტების (ქოფების) წერა სხვადასხვა პლატფორმისთვის. ** სამუშაო პროცესის მართვა: საკუთარი თასქების ორგანიზება, დედლაინების დაცვა და კრეატიულ ჯგუფთან მუდმივი კომუნიკაცია იდეების საუკეთესოდ რეალიზებისთვის. ** ტონალობის (Tone of Voice) მორგება: ბრენდის ხასიათის შესაბამისი ტექსტური სტილის შენარჩუნება და სხვადასხვა აუდიტორიაზე მორგებული კონტენტის შექმნა. მოთხოვნები: ** კრეატიულობა და ღია აზროვნება: უნარი, შეხედო საკითხებს განსხვავებული კუთხით და არ შეგეშინდეს ახალი იდეების ექსპერიმენტირების. ** ინგლისური ენის ცოდნა: ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა - C1 დონე, საერთაშორისო ტრენდების გასაგებად და კონტენტის თავისუფლად დასამუშავებლად. ** მოტივაცია: სურვილი და ენთუზიაზმი, ისწავლო და განვითარდე ციფრული მარკეტინგისა და ქოფირაითინგის სფეროში. სამუშაო პირობები და გრაფიკი: ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (Full-time), 10:00-19:00. ** სამუშაო ფორმატი: ადგილზე (On-site). ** ანაზღაურება: 1000 - 1200 ლარი (გამოცდილების მიხედვით) + სამომავლოდ მზარდი ხელფასი. როგორ მოგვმართოთ: დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (და პორტფოლიო/ნამუშევრების ლინკი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] და Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "Creative Copywriter - Junior".