უმცროსი მარკეტერი
Job description
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 43 ფილიალს და 400-მდე თანამშრომელს შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მარკეტერის პოზიციაზე. მდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული სტაჟირების პერიოდი: 1 თვე (ანაზღაურებადი) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: სოციალური ქსელების მონიტორინგი; სოციალური მედია არხებისთვის კონტენტის შექმნაში ჩართულობა; აუდიტორიის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი; ყოველწლიური მარკეტინგული გეგმის აღსრულებაში ჩართულობა; ორგანიზაციის ვებ-გვერდის კონტენტის მართვა; რეკლამირებსა და ბრენდინგთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია; სარეკლამო და კრეატიულ სააგენტოებთან კომუნიკაცია; ყოველკვირეული ან/და ყოველთვიური ანგარიშების წარდგენა უშუალო ხელმღვანელთან (მოთხოვნისამებრ); ფილიალების მარკეტინგული საჭიროებების მოძიება და შესაბამისი მასალების მიწოდება. დამსაქმებლის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციისა და დაკავებული პოზიციის ფარგლებში. ჩვენ ვეძებთ დამწყებ სპეციალისტს უმაღლესი განათლებით (ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით); (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც) მსგავს პოზიციაზე 1 წლამდე სამუშაო გამოცდილებით; დახვეწილი წერითი და ზეპირი კომუნიკაციით; სწრაფად ათვისების უნარით; კრეატიულს; პასუხისმგებლიანს; ორგანიზებულსა და შედეგებზე ორიენტირებულს; დროის ეფექტურად მართვის უნარით. ინგლისური ენის ცოდნა (B2) ჩვენ გთავაზობთ შემდეგ ბენეფიტებს: Fitpass ჯანმრთელობის დაზღვევა განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 15 ივლისი გასაუბრება ჩატარდება 2 ეტაპად: გაცნობითი სახის გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ დავალება დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: [email protected] , სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება მნიშვნელოვანი შეტყობინება: გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა. თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: [email protected] გისურვებთ წარმატებას!