უმცროსი მერჩენდაიზერი
Job description
სასმელების კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მერჩენდაიზერის პოზიციაზე. ვაკანსიები აქტიურია შემდეგ ლოკაციებზე: დიდი დიღომი; წერეთელი; ნავთლუღი-სამგორი; გლდანი-დიღომი; ვაკე-საბურთალო; ისანი-სამგორი; ნაძალადევი. ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 8 ობიექტების რაოდენობა: დღის განმავლობაში მაქსიმუმ 3-4 ობიექტი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე (10:00-17:00) ანაზღაურება: 800 ლარი (NET) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ქსელში პოზიციების გაუმჯობესებისა და ბრენდის პოპულარიზაციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება; ** ხელმძღვანელობისთვის ობიექტზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მუდმივი მიწოდება; ** ობიექტების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმართვა პროდუქციის განთავსების პირობებზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მერჩენდაიზერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია). დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე: [email protected] . აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.