TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უნივერსალური მზარეული

უნივერსალური მზარეული

Posted Jul 21, 2026 16h ago apply by Aug 21, 2026

Job description

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მზარეულის პოზიციაზე რესტორან "ტერავინოში", ყაზბეგში. მდებარეობა: ყაზბეგი, დაბა სტეფანწმინდა სამუშაო გრაფიკი: სრული (ღამის ცვლა) ანაზღაურება: 3000 საცხოვრებელი ადგილი უზრუნველყოფილი იქნება კომპანიის მიერ ფუნქცია-მოვალეობები: ** მენიუში გათვალისწინებული კერძების მომზადება კომპანიის სტანდარტებისა და რეცეპტურების შესაბამისად; ** ცხელი კერძების მომზადების სრული ტექნოლოგიური პროცესის შესრულება (შეწვა, მოთუშვა, მოხარშვა, გამოცხობა და სხვა); ** პროდუქტის თერმული დამუშავების სწორი ტექნოლოგიური რეჟიმების დაცვა; ** კერძების მომზადებისას დადგენილი სტანდარტების დაცვა (გრამაჟი, გემო, ვიზუალური წარდგენა); ** სანელებლებისა და ქართული ტრადიციული სუნელების სწორი გამოყენება; ** საკვების ხარისხისა და ჰიგიენის სტანდარტების მუდმივი დაცვა; ** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; ** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურისა და სამუშაო პროცესების საფუძვლიანი ცოდნა; ** ქართული სამზარეულოს ტექნოლოგიებისა და კერძების მომზადების პრაქტიკული გამოცდილება; ** კვების სფეროში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული უნარები: ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა; ** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მაღალი ხარისხის მომსახურებისა და პროფესიული სტანდარტების დაცვის უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ-მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მზარეული ყაზბეგი. "თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."