TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უნივერსალური მზარეული

უნივერსალური მზარეული

Best Western Plus Batumi ბათუმი hr.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 28, 2026

Job description

საერთაშორისო სასტუმრო ქსელი "Best Western Plus Batumi / ბესთ უესტერნ პლას ბათუმი „ აცხადებს ვაკანსიას სამზარეულო დეპარტამენტში შემდეგ პოზიცაზე: უნივერსალური მზარეული ძირითადი მოვალეობები: კერძების დროული და ხარისხიანი მომზადება შეკვეთების შესაბამისად; საკვების მომზადებისა და მირთმევის, პრეზენტაციის პროცესის მონაწილეობა/უზრუნველყოფა; სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა; კერძების ტექნოლოგიური ბარათების წინასწარი გაწერა და პროცესში მონაწილეობის მიღება; სამზარეულოს პერსონალის სამუშაო დღის დაგეგმვა და მიმდინარე პროცესების გადანაწილება; თანამშრომლებისათვის დეტალური ტრენინგის ჩატარება, განთავსებული დანადგარებისა და მოწყობილობების, ასევე უსაფრთხოების წესების შესახ; ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა; სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა; შეფ-მზარეულის სხვა მითითებების შესრულება; პიროვნული უნარ-ჩვევები: სისწრაფე და დროის მართვის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; ორგანიზებულობა; პუნქტუალურობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია სასტუმროს სფეროში; პროფესიული განათლება კვებისა და სასმელების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესად). სამუშაო გრაფიკი : 40 საათი; ლოკაცია: ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N13 ბ. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე. გისურვებთ წარმატებას!