TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უფროსი არქიტექტორი

უფროსი არქიტექტორი

ინფრაკონცეფტი Georgia ქართული
Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Aug 15, 2026

Job description

შპს "ინფრაკონცეფტი" 2025 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო და საპროექტო მიმართულებით. კომპანიის ძირითად სპეციალიზაციას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტირება და მშენებლობა, რაც მოიცავს ისეთი საზოგადოებრივი ობიექტების განვითარებას, როგორებიცაა: სკოლები, საბავშვო ბაღები, საქალაქო პარკები, სპორტული მოედნები და სხვა. გაფართოების მიზნით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას უფროსი არქიტექტორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** ურბანული განვითარების პროექტებზე მუშაობა და მათი მომზადება; ** საზოგადოებრივი სივრცეების საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება; ** საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების პროექტირება. ** საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მაგისტრის აკადემიური ხარისხი არქიტექტურის მიმართულებით; ** არქიტექტურის სფეროში მუშაობის მინიმუმ 10-წლიანი პროფესიული გამოცდილება; ** მინიმუმ ერთი საავტორო პროექტი (არანაკლებ III კლასის შენობა), რომელზეც გაცემულია მშენებლობის ნებართვა; ** შესაბამისი გრაფიკული და საპროექტო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (გთხოვთ, რეზიუმეში დეტალურად მიუთითოთ პროგრამები, რომლებსაც ფლობთ, მაგ.: AutoCad, ArchiCAD, Revit, 3ds Max, Adobe Photoshop და სხვ.); ** არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა, კერძოდ: საქართველოს მთავრობის დადგენილება №255; საქართველოს მთავრობის დადგენილება №41; საქართველოს მთავრობის დადგენილება №732; საქართველოს მთავრობის დადგენილება №354. სამუშაო პირობები და ანაზღაურება: სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე (ორშაბათი - პარასკევი); ფიქსირებული ანაზღაურება: 5000 ლარი (Net - ხელზე ასაღები); გამოსაცდელი ვადა: 6 თვემდე; გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდეგ, ფიქსირებულ ანაზღაურებას დაემატება საბონუსე სისტემა (შესრულებული პროექტების მოცულობისა და სპეციფიკის შესაბამისად). განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე (CV) და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უფროსი არქიტექტორი". ყურადღება: პორტფოლიოს წარმოდგენა სავალდებულოა. მის გარეშე გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება!