უფროსი IT მხარდაჭერის სპეციალისტი
Job description
IT Connect აცხადებს ვაკანსიას: უფროსი IT მხარდაჭერის სპეციალისტი (IT Senior Support) ხელფასი: 2,000-2,500 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით) სამუშაო გრაფიკი: 5/2 (10:00-19:00) მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი ძირითადი მოვალეობები: ვიდეოკამერებისა და ჩამწერი სისტემების კონფიგურაცია, მონიტორინგი და პრობლემების დიაგნოსტირება; საოფისე პროგრამების, ელექტრონული ფოსტის, პრინტერებისა და სკანერების ინსტალაცია და კონფიგურაცია; სასტუმროს პროგრამების (Opera, Micros, Simphony, MC) მხარდაჭერა, HRS-თან კომუნიკაცია და ინციდენტების/თიქეტების მართვა; სატელეფონო სადგურებისა და აპარატების კონფიგურაცია, დიაგნოსტირება და პროვაიდერებთან კოორდინაცია; საკონფერენციო ოთახების აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ქსელური მოწყობილობების (როუტერები, სვიჩები, Firewall-ები) კონფიგურაცია და ქსელის ოპტიმიზაცია; მოწყობილობების სისტემაში დამატება, სენსორების კონფიგურაცია და შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება; კლიენტებთან ინტენსიური კომუნიკაცია და პერიოდული პროფილაქტიკური ვიზიტები; Helpdesk სისტემაში ინციდენტების რეგისტრაცია და თიქეთებზე დროული რეაგირება; მონიტორინგის სისტემის მართვა: Dashboard-ების აწყობა და Alert-ების ადმინისტრირება; კრიტიკულ შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: IT მხარდაჭერის, სისტემური ადმინისტრირების ან/და ტექნიკური კოორდინაციის მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ქსელური და სერვერული პრობლემების დიაგნოსტიკისა და გადაწყვეტის პრაქტიკული გამოცდილება; CCTV სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (კამერები, ჩამწერები, ქსელური ინტეგრაცია); IT ინციდენტების მართვისა და პრობლემების პრიორიტეტიზაციის გამოცდილება; ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და პროცესების აღწერის გამოცდილება; სასტუმროს IT სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (PMS, POS, Wi-Fi) ჩაითვლება უპირატესობად. ტექნიკური ცოდნა და კომპეტენციები ქსელური ინფრასტრუქტურის საფუძვლიანი ცოდნა (LAN/WAN, VLAN, DHCP/DNS, Switch/Router); IT უსაფრთხოების საბაზისო პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე. პიროვნული უნარები პრობლემების დამოუკიდებლად იდენტიფიცირებისა და ეფექტური გადაწყვეტის უნარი; მომხმარებელთან/კომპანიის პარტნიორთან პროფესიონალური და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; სტრესულ გარემოში მუშაობისა და რამდენიმე ამოცანის პარალელურად მართვის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).