TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უფროსი იურისტი

უფროსი იურისტი

Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 29, 2026

Job description

"m²" უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით. გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია "m²"-ზე. ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს! კომპანია "m²" აცხადებს ვაკანსიას უფროსი იურისტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა/რევიზია; ** კორპორაციული დოკუმენტების შედგენა; ** კომპანიისთვის ზეპირი და წერილობითი სამართლებრივი დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სხვადასხვა სფეროში; ** კომპანიის წარმომადგენლობა მესამე პირების წინაშე, მათ შორის ფინანსური ინსტიტუტების წინაშე; ** კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებსა და დავების გადაწყვეტის სხვა ორგანოებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბაკალავრის ხარისხი სამართალში, მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო სამართალში ჩაითვლება უპირატესობად; ** მინიმუმ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში (უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც კერძო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება აქვთ); ** ქართული და ინგლისური ენების წერითი და ზეპირი ცოდნა მაღალ დონეზე; ** შესანიშნავი კომუნიკაციის და ანალიტიკური უნარები; ** MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა. თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 30 ივლისამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უფროსი იურისტი". ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ. რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოაღნიშნულ პირობებს.