TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უფროსი იურისტი

უფროსი იურისტი

Trump Tower Tbilisi Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 26, 2026 6 days ago apply by Jul 10, 2026

Job description

" Trump Tower Tbilisi " წარმოადგენს მასშტაბურ პროექტს, რომელიც "Archi Group"-სა და "Biograpi Living"-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი არქიტექტურულად გამორჩეულ ექვს შენობას მოიცავს, რომელთა შორის ინტეგრირებული იქნება საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდირებული საცხოვრებელი რეზიდენციები. პროექტი მოიცავს: ** დედაქალაქის ყველაზე მაღალ და გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობას; ** პრემიუმ კლასის ბიზნესცენტრს; ** ლუქს-კლასის სავაჭრო სივრცეებს; ** ლუქს-კლასის ბრენდულ სასტუმროს; ** უმაღლესი დონის რესტორნებსა და პრემიუმ გასართობ სივრცეებს; "Trump Tower Tbilisi"-ის პროექტისთვის ვეძებთ უფროს იურისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: ** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა; ** სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების - წესდებების, დებულებების, პარტნიორთა შეთანხმებების, ხელშეკრულებების პროექტების შექმნა/რედაქტირება/რევიზია ქართულ და ინგლისურ ენაზე; ** საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ხელშეკრულების პროექტებზე მუშაობა; ** ადმინისტრაციულ ორგანოებში წარდგენის მიზნით, სხვადასხვა სახის დოკუმენტების მომზადება; ** არქიტექტურულ პროექტებზე ნებართვის აღების მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოებთან კომუნიკაცია და ნებართვების მიღების ვადების კონტროლი; ** კორესპონდენციის მართვა; ** საკანონმდებლო სიახლეების გაცნობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება; ** თანამშრომლებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა; ** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით; ** აუცილებელია სახელშეკრულებო სამართლის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება; ** აუცილებელია ადვოკატის მოწმობა სამოქალაქო სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით; ** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე; ** აუცილებელია საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა (საერთაშორისო კერძო სამართლის პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ** აუცილებელია საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა. თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 10 ივლისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.