უფროსი იურისტი
Job description
მომწოდებელი აცხადებს ვაკანსიას უფროსი იურისტის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში; 10:00-18:00 (დღეში 1 საათი შესვენება) ანაზღაურება: 5, 000 ლ (გადასახადების გარეშე) ბენეფიტები: ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** ულიმიტო სასაუბრო პაკეტი; ვაკანსიის შესახებ კერძო საწარმოო კომპანია ეძებს უფროს იურისტს. პოზიცია ითვალისწინებს კომპანიის საქმიანობის სამართლებრივ მართვას სპეციფიკური რეგულაციების, აქციზური და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა ქართულ კანონმდებლობასთან; ** კომპანიის მენეჯმენტისთვის სამართლებრივი რეკომენდაციების მომზადება ბიზნეს-სტრატეგიის დაგეგმვის პროცესში; ** აქციზური საქონლის წარმოებასთან, მარკირებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესების მართვა; ** სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის წარმართვა და წარმომადგენლობა; ** კომპანიის ინტერესების დაცვა და მონაწილეობა კრიტიკულად მნიშვნელოვან და მაღალი რისკის მქონე მოლაპარაკებებში ** სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების (ნასყიდობა, დისტრიბუცია, ლოგისტიკა) მომზადება და ექსპერტიზა; ** კორპორაციული დოკუმენტაციის წარმოება და შიდა რეგულაციების შემუშავება; ** სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის გრძელვადიანი გეგმების შემუშავება; ** სამართლებრივი დავების მართვა და კომპანიის ინტერესების დაცვა მესამე პირებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში; ** მუშაობის მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება იურისტის ან უფროსი იურისტის პოზიციაზე ** სავალდებულოა: საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართლის სიღრმისეული ცოდნა; ** აქციზური საქონლის რეგულაციებთან მუშაობის გამოცდილება; ** საადვოკატო ლიცენზია (სამოქალაქო/ადმინისტრაციული მიმართულებით) ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; ** ბიზნესის ინტერესებისა და სამართლებრივი ჩარჩოების სინთეზის უნარი; ** MS Office-ის კარგი ცოდნა; ** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სავალდებულოა. პიროვნული უნარ-ჩვევები ** პასუხისმგებლიანობა და ვადების მკაცრი დაცვა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე; ** ანალიტიკური აზროვნება და სტრატეგიული ხედვა; ** სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი; კომპანიაში გელოდებათ სტაბილური სამუშაო გარემო, კეთილგანწყობილი გუნდი და კარიერული განვითარების შესაძლებლობა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — უფროსი იურისტი. თანამშრომელთა შერჩევის პროცესი წარიმართება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.