TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უფროსი მკვლევარი

უფროსი მკვლევარი

ბოუნდ სოლუშენს თბილისი ქართული
Posted Jul 24, 2026 13h ago apply by Aug 22, 2026

Job description

საერთაშორისო კომპანია უძრავი ქონების, ინვესტიციებისა და სტრატეგიული კონსალტინგის სფეროში ეძებს Senior Researcher -ს. პოზიცია: უფროსი მკვლევარი - სტრატეგიული კონსულტირებისა და კვლევის მიმართულებით ხელფასი: 3,000 ლარი (NET) გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი ძირითადი მოვალეობები სტრატეგიული საკონსულტაციო ანგარიშების მომზადება, მათ შორის ბაზრის შეფასებები (Market Assessment), ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევები (Feasibility Study), Highest and Best Use ანალიზები და საინვესტიციო რეკომენდაციები; ბაზრის კვლევის შედეგების ბიზნესისთვის პრაქტიკულ რეკომენდაციებად და განვითარების სტრატეგიებად გარდაქმნა; მრავალფუნქციური (Mixed-use) და ერთფუნქციური (Single-use) განვითარების კონცეფციების შემუშავება ბაზრის მოთხოვნის, დემოგრაფიული ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და კომერციული სიცოცხლისუნარიანობის გათვალისწინებით; ახალი განვითარების პროექტებისთვის სამიზნე მომხმარებლების სეგმენტებისა და ღირებულებითი შეთავაზების (Value Proposition) განსაზღვრა; მასტერპლანირების (Master Planning) პროცესის მხარდაჭერა ბაზარზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადებით; რაოდენობრივი და თვისობრივი ბაზრის კვლევების ჩატარება უძრავი ქონების ყველა ძირითად სექტორში; მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის, ფასების, ბაზრის შთანთქმის (Absorption), დემოგრაფიული ტენდენციების, მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა და საინვესტიციო აქტივობის ანალიზი; ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო პროექტების შედარებითი (Benchmarking) ანალიზის მომზადება; ბაზრის მონაცემთა ბაზების განახლება და ინდუსტრიის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი; პროფესიონალური საკონსულტაციო ანგარიშების მომზადება კერძო და ინსტიტუციური კლიენტებისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით; მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება კონსალტინგის, სტრატეგიული კონსულტირების, ბაზრის ანალიზის ან დეველოპერული კონსულტაციის მიმართულებით; ანალიტიკური ანგარიშების, კვლევებისა და სტრატეგიული რეკომენდაციების მომზადების პრაქტიკული გამოცდილება; უძრავი ქონების ბაზრის კვლევისა და მონაცემთა ანალიზის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად. დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.)