უფროსი მოლარე
Job description
კომპანია ჯიბე Cash & Carry , გურჯაანის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას უფროსი მოლარეს პოზიციაზე. ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს სამუშაო გრაფიკი: 12:00-20:00 ანაზღაურება: 1400 ₾ უფროსი მოლარეს ფუნქცია-მოვალეობები: სალარო ოპერაციების სწორად წარმოების, პროგრამული გატარებებისა და მომხმარებელზე გაცემული პროდუქციის შესაბამისობის მონიტორინგი; იურიდიული პირებისათვის დოკუმენტთბრუნვის უზრუნველყოფა; სამუშაო დღის ბოლოს სალაროების დახურვის პროცესის უზრუნველყოფა; მაღაზიის ძირითად სეიფში არსებული ნაშთის ინკასირება ბანკის მიერ მოვლინებულ შესაბამის ჯგუფთან; ფინანსური განყოფილებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების ორგანიზება შესაბამის ვადებში საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია Apex-ში (ან მონათესავე პროგრამაში) მუშაობის გამოცდილება; სასურსათო ქსელში, მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ტელ: +995 557 30 61 69