TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უფროსი რისკის მენეჯერი

უფროსი რისკის მენეჯერი

Posted Jul 15, 2026 1 day ago apply by Jul 31, 2026

Job description

სს " საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია " აცხადებს კონკურსს რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსი რისკის მენეჯერის ვაკანსიაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** კორპორაციის პროგრამების, ფინანსური ინსტრუმენტების, ინდივიდუალური ტრანზაქციებისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების რისკების შეფასების წარმართვა; ** მსხვილ, კომპლექსურ და არასტანდარტულ ტრანზაქციებზე დამოუკიდებელი რისკის დასკვნების მომზადება გადაწყვეტილების მიმღები ორგანოებისთვის; ** საკრედიტო ინსტრუმენტების სიღრმისეული ანალიზი — მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის, ფულადი ნაკადების, სესხის მომსახურების შესაძლებლობის, კაპიტალის სტრუქტურის, უზრუნველყოფის, საკრედიტო პირობებისა და სტრესული სცენარების მიმართ მდგრადობის შეფასება; ** საინვესტიციო ფონდების ღირებულების შეფასება; ლიკვიდურობისა და ინვესტიციიდან გასვლის სტრატეგიების ანალიზი; ** საგარანტიო სქემებთან და სხვა პირობით ვალდებულებებთან დაკავშირებული რისკების და მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების (ECL) შეფასების მეთოდოლოგიების შემუშავებაში მონაწილეობა; ** რისკის აპეტიტის, რისკის ლიმიტების სისტემისა და რისკის რეიტინგების მეთოდოლოგიების შემუშავებაში მონაწილეობა; ** სტრეს-ტესტებისა და სცენარული ანალიზის დაგეგმვა, მეთოდოლოგიის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და შედეგების ინტერპრეტაცია; ** პორტფელის რისკების, კონცენტრაციების, ლიმიტების, კოვენანტებისა და პროგრამული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის ზედამხედველობა; ** მენეჯმენტის, შესაბამისი კომიტეტებისა და საბჭოსთვის პერიოდული ანგარიშების, პორტფელის მიმოხილვებისა და პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა; ** რისკების მართვის პოლიტიკების, პროცედურების, მეთოდოლოგიებისა და ანგარიშგების ინსტრუმენტების შემუშავება და პერიოდული განახლება; ** რისკის მენეჯერ (ებ)ის მიერ მომზადებული ანალიზების, მოდელებისა და ანგარიშების ხარისხობრივი მიმოხილვა და დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული, დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულება. განათლება: ** მაგისტრის ხარისხი ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში; ** CFA ან ექვივალენტი მოწინავე სერტიფიკატების (მაგ. FRM, CAIA) ქონა ჩაითვლება დიდ უპირატესობად. ** სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები: ** ბანკში, სადაზღვევო კომპანიაში, საბროკერო კომპანიაში, საინვესტიციო ფონდში, აქტივების მმართველ კომპანიაში ან საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციაში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება; ** ფინანსური ანალიზისა და ფინანსური მოდელირების მაღალ დონეზე ცოდნა; ** პროგრამირების ენებისა და მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტების, მათ შორის Python-ის, R-ის, MATLAB-ის, SQL-ის, C++-ის ან სხვა შესაბამისი ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** რისკების მართვისა და შესაბამისობის თანამედროვე პრაქტიკების ცოდნა; ** პროცესების ანალიზისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება; ** ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება; ** ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადების გამოცდილება; ** მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** დინამიურ გარემოში მუშაობის უნარი; ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა. დამატებითი ინფორმაცია: ** თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად; ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] და წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "უფროსი რისკის მენეჯერი". გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 31 ივლისი . გისურვებთ წარმატებას!