ურბანისტი
Job description
" Biji Architecture " აცხადებს ვაკანსიას ურბანისტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** ურბანული დაგეგმარებისა და სივრცითი განვითარების კონცეფციების შემუშავება; ** განაშენიანების რეგულირების გეგმისა (გრგ) და განაშენიანების დეტალური გეგმის (გდგ) დოკუმენტაციის მომზადება; ** მოქმედი კანონმდებლობის, ტექნიკური რეგლამენტებისა და ქალაქგეგმარებითი მოთხოვნების შესწავლა და პროექტებში გათვალისწინება; ** ადგილობრივ თვითმმართველობასთან, შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა; ** საპროექტო ტერიტორიის ფიზიკური, ურბანული, სამშენებლო და გარემოსდაცვითი მახასიათებლების კვლევა და ანალიზი; ** მიწის გამოყენების, ფუნქციური ზონირების, განაშენიანებისა და სივრცითი განვითარების სქემების მომზადება; ** ტრანსპორტის მოძრაობის, საფეხმავლო კავშირებისა და მობილობის ძირითადი სქემების შემუშავება; ** გარემო და გეოგრაფიული ფაქტორების, მათ შორის მზის ინსოლაციის, რელიეფისა და კლიმატური პირობების ანალიზი და მოდელირება; ** მდგრადი განვითარების პრინციპების საპროექტო გადაწყვეტილებებში ინტეგრირება; ** პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების პროცესის მართვა; ** შესაბამისი კვალიფიკაციის კონსულტანტებისა და ქვეკონტრაქტორების მოძიება, შერჩევა და მათთან კომუნიკაცია; ** პროექტში ჩართული მხარეებისთვის ინფორმაციის მომზადება და სამუშაო პროცესის კოორდინაცია; ** პროექტის პრეზენტაციების, გრაფიკული მასალებისა და განმარტებითი დოკუმენტაციის მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურის, სივრცითი დაგეგმარების ან შესაბამისი მიმართულებით; ** ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურის, პროექტების მართვის ან მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლის გამოცდილება; ** გრგ-ის, გდგ-ის ან სხვა ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის მომზადებისა და შეთანხმების გამოცდილება; ** საქართველოს ქალაქგეგმარებითი და სამშენებლო კანონმდებლობის კარგი ცოდნა; ** ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან მუშაობის გამოცდილება; ** საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების უნარი; ** AutoCAD-ის ცოდნა; ** GIS პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; ** SketchUp-ის, Revit-ის ან სხვა 3D მოდელირების პროგრამების ცოდნა. უპირატესობად ჩაითვლება: ** Adobe InDesign-ის, Illustrator-ის ან Photoshop-ის ცოდნა; ** მასშტაბური საცხოვრებელი, კომერციული ან მრავალფუნქციური პროექტების დაგეგმვის გამოცდილება; ** ადგილობრივ თვითმმართველობასთან კანდიდატის ხელმძღვანელობით შეთანხმებული პროექტების არსებობა; ** საპროექტო ჯგუფის ან სხვადასხვა პროფესიის კონსულტანტების კოორდინაციის გამოცდილება; ** ტრანსპორტისა და მობილობის დაგეგმვის გამოცდილება. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე; ** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე — სრულად ანაზღაურებადი; ** ანაზღაურება: 3500 ლარამდე NET — კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და შესრულებული პროექტების პორტფოლიო შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] . ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "ურბანისტი - სახელი და გვარი". გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას!