უსაფრთხოების და მონიტორინგის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი
Job description
სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს PayBox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8000 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. PayBox აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე უსაფრთხოების და მონიტორინგის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი: სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის ქ. N15; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00-19:00 საათი; რას გააკეთებ: კომპანიის ოფისებისა და საინკასაციო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ვიდეო მონიტორინგის განხორციელება; სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას შესაძლო დარღვევების გამოვლენა და რეაგირება; სამეთვალყურეო სისტემების გამართული მუშაობის კონტროლი; ვიდეო-მონიტორინგისა და უსაფრთხოების პროცესების მუდმივი ზედამხედველობა; შესაძლო რისკების დროული იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების მხარდაჭერა; მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი შემთხვევების დაფიქსირება და ანგარიშგება; ოფისების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა. საკვალიფიციო მოთხოვნები: სასურველია უმაღლესი განათლება; სასურველია უსაფრთხოების ან ვიდეო მონიტორინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა. პიროვნული უნარები: ორგანიზებულობა; პასუხისმგებლიანობა; დეტალების მიმართ ორიენტირებულობა; სწრაფი რეაგირების უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ანაზღაურებას - 1200 ლარი; ჯანმრთელობის დაზღვევას; Fitpass; სხვადასხვა შიდა აქტივობებს: შიდა კლუბები: ფეხბურთი, პადელი და სხვა. თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ,გამოგვიგზავნე რეზიუმე. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/2pcFXAX