TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უსაფრთხოების დეპარტამენტის სუპერვაიზერი

უსაფრთხოების დეპარტამენტის სუპერვაიზერი

იელთი ჯგუფი ბათუმი ქართული
Posted Jul 10, 2026 11h ago apply by Aug 08, 2026

Job description

,,იელთი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების დეპარტამენტის სუპერვაიზერის (სამშენებლო-სარემონტო მიმართულებით) პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40სთ) ლოკაცია: ბათუმი ანაზღაურება: 2000 ლარი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: სამშენებლო-სარემონტო ობიექტებზე უსაფრთხოების პროცესების ორგანიზება, კონტროლი და გუნდის ეფექტური მართვა, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების, კომპანიის შიდა რეგულაციებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით. სამშენებლო-სარემონტო ობიექტებზე უსაფრთხოების თანამშრომლების სამუშაო პროცესის დაგეგმვა, კოორდინაცია და ზედამხედველობა; უსაფრთხოების გუნდის ყოველდღიური მართვა, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი; სამშენებლო ტერიტორიებზე დაშვების, გადაადგილებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლი; ობიექტებზე რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა; უსაფრთხოების დარღვევებზე დროული რეაგირება, შესაბამისი ღონისძიებების გატარება და ანგარიშების მომზადება; უსაფრთხოების ინციდენტების, უბედური შემთხვევებისა და დარღვევების მოკვლევაში მონაწილეობა და პრევენციული რეკომენდაციების შემუშავება; უსაფრთხოების თანამშრომლების ინსტრუქტაჟების, სამუშაო შეხვედრებისა და პროფესიული განვითარების პროცესის ორგანიზება; ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (PPE) გამოყენების კონტროლი; უსაფრთხოების შემოვლების (Security Patrol) ორგანიზება და შედეგების მონიტორინგი; ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებიდან, უსაფრთხოების თანამშრომლებისა და სხვა დეპარტამენტებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი ან პროფესიული განათლება; სასურველია სამშენებლო-სარემონტო მიმართულებით უსაფრთხოების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; გუნდის მართვის გამოცდილება – აუცილებელია; ანგარიშების მომზადებისა და ანალიზის უნარი; ლიდერული, ორგანიზაციული და გადაწყვეტილების მიღების უნარები; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, კომუნიკაბელურობა და სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს. თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებითა და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება მომსახურების სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია! შემოგვიერთდით! წარმატებებს გისურვებთ!