უსაფრთხოების ოფიცერი
Job description
ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე საბაგირო გზა არგოზე . ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე! ამ პოზიციაში თქვენი ძირითადი როლი იქნება შენობა/ობიექტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ძირითადი მოვალეობები: შენობა/ობიექტების, საერთო სარგებლობის სივრცეებისა და გარე პერიმეტრის კონტროლი, კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; კომპანიის კუთვნილებაში არსებული ტერიტორიის პერიოდული შემოვლა/დათვალიერება; შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზების გამოვლენა და აღმოფხვრა; პრევენციული ღონისძიებების გატარება; სამუშაო პროცესში მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობობის უზრუნველყოფა; კამერების მონიტორინგი; ფორს-მაჟორულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება და შესაბამის სამსახურებთან დაუყოვნებლივ დაკავშირება; კონფლიქტური სიტუაციების მართვა; შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში უშუალო ინფორმირება; უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის უშუალო დავალებების შესრულება; ძირითადი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ორგანიზებული; გუნდური მუშაობის უნარი; დროის მართვის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. სამუშაო პირობები: ადგილმდებარეობა: ბათუმი სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: შეთანხმებით კვება: უზრუნველყოფილია ტრანსპორტირება: საბაგირო გზის საშუალებით კომპანიის შესახებ ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს: მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას. დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_nmfoz/ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!