TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უსაფრთხოების თანამშრომელი

უსაფრთხოების თანამშრომელი

Boulevard Point Batumi Georgia ქართული
Posted Jul 20, 2026 1 day ago apply by Aug 20, 2026

Job description

" Boulevard Point Batumi " აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე საერთაშორისო ბრენდის აპარტ-სასტუმროში — Executive Residency by Best Western. ძირითადი მოვალეობები ** სტუმრების, თანამშრომლებისა და სასტუმროს ქონების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ** სასტუმროს პარკინგის კონტროლი; ** ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მონიტორინგი; ** სასტუმროს ტერიტორიის რეგულარული შემოვლა და უსაფრთხოების დარღვევების გამოვლენა; ** ინციდენტების აღრიცხვა და მათზე დროული რეაგირება; ** სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და სისტემების კონტროლი; ** უსაფრთხოების პროცედურებისა და შიდა რეგულაციების დაცვა. საჭირო უნარები ** სამუშაო გამოცდილება უსაფრთხოების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად. ** გუნდური მუშაობის უნარი ** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** კარგი კომუნიკაციის უნარი ** დეტალებზე ორიენტირებულობა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე [email protected] , სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანია დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება. თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას. ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით დაადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.