TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ვალდებულებების მართვის უმცროსი ოპერატორი

ვალდებულებების მართვის უმცროსი ოპერატორი

საქართველოს ბანკი თბილისი ქართული
Posted Jul 31, 2026 3 days ago apply by Aug 14, 2026

Job description

საქართველოს ბანკის მისიაა, ვიყოთ წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა — და ამიტომაც ვქმნით გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელს შეუძლია პიროვნულად და პროფესიონალურად განვითარდეს. სს„საქართველოს ბანკის“ ვადაგადაცილებული საკრედიტო პორტფელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ვალდებულებების მართვის უმცროსი ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში. სამუშაო განრიგი: სრული, ორშაბათი- პარასკევი 10:00 – 19:00. ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე თანამშრომელს, რომელიც მზად არის ჩვენთან ერთად წარმართოს პოზიციის ძირითადი ფუნქციები: ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულების მართვა; მომხმარებელთა კონსულტაცია და მოლაპარაკების წარმოება გადახდის მეთოდებსა და ვარიანტებზე; ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა შესაბამისი გადახდის გეგმებზე მოლაპარაკების გზით; პრობლემის დროული იდენტიფიკაცია და მისი გადაჭრის გზების დასახვა; გუნდის ეფექტურობის გაუმჯობესების გზებზე ზრუნვა და გაზიარება. ჩვენ გთავაზობთ: სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს+ ყოველთვიურ ბონუსს(გამომუშავებით); 2-კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში; მხარდამჭერ, განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულ მეგობრულ გუნდს; გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია: განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი(სასურველია ეკონომიკის ან სამართლის მიმართულებით). სამუშაო გამოცდილება: სასურველია საკრედიტო აქტივების მართვის, მომსახურების და/ან სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება. ცოდნა და უნარები: კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა; შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა; ინგლისურისა და სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. შემოგვიერთდი საქართველოს ბანკის გუნდს, აღმოაჩინე შენი პოტენციალის მაქსიმუმი, რომ არ გაჩერდე! - https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/valdebulebebis-martvis-umcrosi-operatori-tbilisi-qoQdNI?source=Hr.ge დაინტერესების დაფიქსირების ბოლო ვადაა 14 აგვისტო, 2026.