title: "ვერიფიკატორი at დიზი ლიზინგი"
description: "საერთაშორისო სალიზინგო კომპანია \" დიზი \" აცხადებს ვაკანსიას ვერიფიკატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71 სამუშაო განრიგი: სამშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00. შაბათი, 10:00-16:00."

# ვერიფიკატორი

**Company:** დიზი ლიზინგი
**Location:** Tbilisi, Georgia
**Posted:** 2026-11-20
**Apply by:** 2026-12-20

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=769967)

## Job description

საერთაშორისო სალიზინგო კომპანია " დიზი " აცხადებს ვაკანსიას ვერიფიკატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71 სამუშაო განრიგი: სამშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00. შაბათი, 10:00-16:00. ანაზღაურება: 1600 ლარი პოზიციის შესახებ: ვერიფიკატორი წარმოადგენს საკონტროლო რგოლს გაყიდვებს, ბანკსა და სააღრიცხვო სისტემას შორის: ამოწმებს გარიგებების დოკუმენტაციას, აწარმოებს ხელშეკრულებებს სააღრიცხვო-საოპერაციო პროგრამაში, ანაწილებს შემომავალ გადახდებს და ამზადებს ხელშეკრულებებს გასაცემად. სამუშაო სრულდება მკაფიო რეგლამენტების მიხედვით Google Sheets-სა და სააღრიცხვო-საოპერაციო პროგრამაში. მოვალეობები:
• ახალი გარიგებების დოკუმენტაციის შემოწმება — სისრულის კონტროლი და შედარება სააღრიცხვო-საოპერაციო პროგრამაში არსებულ მონაცემებთან; ვერიფიკაციის სტატუსის მონიშვნა.
• ავტომობილის რეგისტრაცია კომპანიაზე — ტექპასპორტის შემოწმება, სახელმწიფო ნომრისა და ტექპასპორტის ნომრის პროგრამაში შეტანა.
• GPS — IMEI კოდის შეტანა ხელშეკრულების ბარათში.
• შემომავალი გადახდები — ავტომატური განაწილების კონტროლი და გამონაკლისი შემთხვევების ხელით დამუშავება; საჭიროების შემთხვევაში, საკითხის ესკალაცია.
• ხელშეკრულების გაცემა — შესაბამისი მონიშვნების გაკეთება სააღრიცხვო-საოპერაციო პროგრამაში, გაცემა, ბუღალტერიისა და გაყიდვების წერტილის ინფორმირება.
• ვადამდელი დაფარვები — განაცხადების გადატანა სააღრიცხვო-საოპერაციო პროგრამაში, საკომისიოს ასახვა.
• მასობრივი დარიცხვების ყოველდღიური კონტროლი — შემოწმება/გაშვება, ხარვეზების გარჩევა.
• კორექტირებები — საშემოსავლო მუხლების ჩამოწერა და გადატანა დახურული პერიოდების გათვალისწინებით.
• ხელმძღვანელობის სხვა მიმდინარე ადმინისტრაციული დავალებების შესრულება. მოთხოვნები:
• ყურადღებიანობა, რეგლამენტის დაცვის უნარი.
• ცხრილებთან მუშაობის კარგი ცოდნა (Google Sheets / Excel).
• მზაობა, ყოველდღიურად დაამუშაოს ამოცანების დიდი ნაკადი და გამონაკლისი შემთხვევები.
• დოკუმენტების შედარების გამოცდილება (ხელშეკრულებები, სატრანსპორტო საშუალების პასპორტები/ტექპასპორტები, მინდობილობები, აქტები).
• საბანკო ამონაწერების ანალიზისა და ხელშეკრულებებთან გადახდების შედარების უნარი.
• დაფარვის გრაფიკის, წინასწარი გადახდის, ვადამდელი დახურვის, ჯარიმებისა და საკომისიოების სპეციფიკის ცოდნა.
• სააღრიცხვო-საოპერაციო პროგრამაში / ERP / CRM / საბანკო სისტემაში (АБС) მუშაობის გამოცდილება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• აუცილებელი პირობა: რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
• სასურველია ლიზინგის, მიკროსაფინანსო სფეროს, ბექ-ოფისის ან ფინანსური დოკუმენტბრუნვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი. გთავაზობთ:
• ფიქსირებულ ხელფასს;
• მეგობრულ გარემოს;
• ჯანმრთელობის დაზღვევას. დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელმისამართზე: info@dizi.ge . წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. ⬅︎

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.

```json
{"@context":"https://schema.org/","@type":"JobPosting","title":"ვერიფიკატორი","description":"
საერთაშორისო სალიზინგო კომპანია \" დიზი \" აცხადებს ვაკანსიას ვერიფიკატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71 სამუშაო განრიგი: სამშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00. შაბათი, 10:00-16:00. ანაზღაურება: 1600 ლარი პოზიციის შესახებ: ვერიფიკატორი წარმოადგენს საკონტროლო რგოლს გაყიდვებს, ბანკსა და სააღრიცხვო სისტემას შორის: ამოწმებს გარიგებების დოკუმენტაციას, აწარმოებს ხელშეკრულებებს სააღრიცხვო-საოპერაციო პროგრამაში, ანაწილებს შემომავალ გადახდებს და ამზადებს ხელშეკრულებებს გასაცემად. სამუშაო სრულდება მკაფიო რეგლამენტების მიხედვით Google Sheets-სა და სააღრიცხვო-საოპერაციო პროგრამაში. მოვალეობები:
• ახალი გარიგებების დოკუმენტაციის შემოწმება — სისრულის კონტროლი და შედარება სააღრიცხვო-საოპერაციო პროგრამაში არსებულ მონაცემებთან; ვერიფიკაციის სტატუსის მონიშვნა.
• ავტომობილის რეგისტრაცია კომპანიაზე — ტექპასპორტის შემოწმება, სახელმწიფო ნომრისა და ტექპასპორტის ნომრის პროგრამაში შეტანა.
• GPS — IMEI კოდის შეტანა ხელშეკრულების ბარათში.
• შემომავალი გადახდები — ავტომატური განაწილების კონტროლი და გამონაკლისი შემთხვევების ხელით დამუშავება; საჭიროების შემთხვევაში, საკითხის ესკალაცია.
• ხელშეკრულების გაცემა — შესაბამისი მონიშვნების გაკეთება სააღრიცხვო-საოპერაციო პროგრამაში, გაცემა, ბუღალტერიისა და გაყიდვების წერტილის ინფორმირება.
• ვადამდელი დაფარვები — განაცხადების გადატანა სააღრიცხვო-საოპერაციო პროგრამაში, საკომისიოს ასახვა.
• მასობრივი დარიცხვების ყოველდღიური კონტროლი — შემოწმება/გაშვება, ხარვეზების გარჩევა.
• კორექტირებები — საშემოსავლო მუხლების ჩამოწერა და გადატანა დახურული პერიოდების გათვალისწინებით.
• ხელმძღვანელობის სხვა მიმდინარე ადმინისტრაციული დავალებების შესრულება. მოთხოვნები:
• ყურადღებიანობა, რეგლამენტის დაცვის უნარი.
• ცხრილებთან მუშაობის კარგი ცოდნა (Google Sheets / Excel).
• მზაობა, ყოველდღიურად დაამუშაოს ამოცანების დიდი ნაკადი და გამონაკლისი შემთხვევები.
• დოკუმენტების შედარების გამოცდილება (ხელშეკრულებები, სატრანსპორტო საშუალების პასპორტები/ტექპასპორტები, მინდობილობები, აქტები).
• საბანკო ამონაწერების ანალიზისა და ხელშეკრულებებთან გადახდების შედარების უნარი.
• დაფარვის გრაფიკის, წინასწარი გადახდის, ვადამდელი დახურვის, ჯარიმებისა და საკომისიოების სპეციფიკის ცოდნა.
• სააღრიცხვო-საოპერაციო პროგრამაში / ERP / CRM / საბანკო სისტემაში (АБС) მუშაობის გამოცდილება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• აუცილებელი პირობა: რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
• სასურველია ლიზინგის, მიკროსაფინანსო სფეროს, ბექ-ოფისის ან ფინანსური დოკუმენტბრუნვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი. გთავაზობთ:
• ფიქსირებულ ხელფასს;
• მეგობრულ გარემოს;
• ჯანმრთელობის დაზღვევას. დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელმისამართზე: info@dizi.ge . წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. ⬅︎
","identifier":{"@type":"PropertyValue","name":"TechGeo","value":"769967"},"url":"https://techgeo.ge/job/veripikatori-dbed135","jobLocation":{"@type":"Place","address":{"@type":"PostalAddress","addressLocality":"Tbilisi","addressCountry":"GE"}},"hiringOrganization":{"@type":"Organization","name":"დიზი ლიზინგი"},"directApply":false,"datePosted":"2026-11-20","validThrough":"2026-12-20T23:59:59+04:00"}