ვეტერინარი
Job description
შპს „კუმისიXXI“ აცხადებს ვაკანსიას ვეტერინარის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ჯანმრთელობის მონიტორინგი: ფრინველის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი და მეთვალყურეობა. ბიოუსაფრთხოება: საფრინველესა და ფერმის მთელ ტერიტორიაზე ბიოუსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა. ვაქცინაცია და პრევენცია: ვაქცინაციის კალენდრის დაგეგმვა, მართვა და დაავადებების პრევენციული ღონისძიებების გატარება. დიაგნოსტიკა და მკურნალობა: დაავადებების დროული დიაგნოსტიკა, საჭიროებისას ფრინველის გაკვეთა და დიაგნოსტიკური დოკუმენტაციის მომზადება ხელმძღვანელისთვის. სანიტარული სამუშაოები: დეზინფექცია,დერატიზაცია,დეზინსექციის ჩატარება ფერმის ტერიტორიაზე და უშუალოდ საფრინველეში. მიკროკლიმატის კონტროლი: ზოოჰიგიენური ნორმების (ჰაერი, ტემპერატურა, წყლის ხარისხი და ზოგადი ჰიგიენა) მუდმივი კონტროლი. კვების კონტროლი: ფრინველის კვების რაციონისა და ვიტამინების მიწოდების მონიტორინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი ვეტერინარული განათლება. მეფრინველეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად). რომელიმე უცხო ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად). პიროვნული თვისებები: გუნდური მუშაობის უნარი. მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. დეტალებზე ორიენტირებულობა და ოპერატიულობა. რას გთავაზობთ: კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციის შესაბამისად). სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს. პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. მონაცემები (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected] . Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ვეტერინარი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.