ვიდეო-მემონტაჟე / სტაჟირება
Job description
Watson იწყებს 3 თვიან, სტაჟირების პროგრამას ვიდეო-მემონტაჟის პოზიციაზე. გეძლევა შესაძლებლობა იმუშაო კრეატიულ გუნდთან, რეალურ პროექტებზე და განივითარო თავი მედია სამყაროში. Watson - ციფრული მარკეტინგის კომპანიაა, რომელიც უკვე 4 წელია წარმატებით ოპერირებს, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. დღესდღეობით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი 30-ზე მეტი პარტნიორი და 80-ზე მეტი მეგობარი კომპანია გვყავს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: watson.ge რას გთავაზობთ: პრაქტიკული გამოცდილება რეალურ პროექტებზე; სწავლა პროფესიონალებისგან; მეგობრული და ინოვაციური გარემო; გუნდში დარჩენის რეალური შანსი. ძირითადი მოვალეობები: ვიდეომასალის დამუშავება და მონტაჟი სცენარისა და ბრენდის მოთხოვნების შესაბამისად; აუდიო-ვიდეო მასალის სინქრონიზაცია და ხმის დამუშავება; სპეციალური ეფექტების და გრაფიკული ელემენტების დამატება; ფერების კორექცია და ვიზუალური ხარისხის გაუმჯობესება;სხვადასხვა პლატფორმისთვის შესაბამისი ვიდეოფორმატების მომზადება; პროექტის ვადებში დასრულება და გუნდის სხვა წევრებთან აქტიური კომუნიკაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მონტაჟის საბაზისო ცოდნა (Adobe Premiere, After-effects და სხვა); ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვა; დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულება. აუცილებელია ქართულლი და ინგლისური ენის ცოდნა უნარ-ჩვევები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; პასუხისმგებლიანობა და კრეატიულობა. ლოკაცია: თბილისი, თბილისის ზღვის პლაზა, ჯ. ლეჟავას 22. გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული. გაგვიგზავნე შენი პორტფოლიო ან ნამუშევრები შემდეგ მისამართზე: მეილი: [email protected] ტელ: +995597054199 დაიწყე კარიერა Watson-თან ერთად!