TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი

ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი

ლიდერ კრედიტი თბილისი hr.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 28, 2026

Job description

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლიდერ კრედიტი“ წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 43 ფილიალს და 400-ზე მეტ თანამშრომელს. შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპენტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს! შპს მისო "ლიდერ კრედიტი " აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე: სამუშაო დრო: დღის ცვლა, ცვლიანობის განრიგით , კვირაში არაუმეტეს 40 საათისა. სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარ მეფის გამზ.11 ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, ონლაინ რეჟიმში ჩართულ ვიდეო კამერებთან მუშაობის გამოცდილებით; ყურადღებიანს და დეტალებზე ორიენტირებულს; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით; საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: დამკვეთის მფლობელობაში არსებულ ობიექტებზე უწყვეტი ვიდეო მონიტორინგის განხორციელება; თანამშრომლებისა და სტაჟიორების გადაადგილების და შინაგანაწესის შესაბამისად სამუშაო სტანდარტების დაცვის მონიტორინგი; მომხმარებელთა/კლიენტთა (უცხო პირთა) შემოდინების და მათ გადამისამართების კონტროლი; კონფლიქტური სიტუაციების კონტროლი დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: [email protected] , სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება . განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 19 ივლისი. მნიშვნელოვანი შეტყობინება: გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს. გისურვებთ წარმატებას!