ვიდეო-მონიტორინგის სპეციალისტი
Job description
კომპანია „ფემილი რითეილი“ — 15 წლიანი გამოცდილების მქონე, სწრაფად მზარდი ქსელი სავაჭრო სექტორში, რომელიც აერთიანებს მაღაზიათა ქსელ „ფემილი“-სა და საკვების საწარმო „ფემილი ფუდს“. „ფემილი რითეილი“ აცხადებს ვაკანსიას ვიდეო-მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქუთაისი სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათი ანაზღაურება: 1300 ლარი (Net) მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა. ძირითადი მოვალეობები: კომპანიის ფილიალებში ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მეშვეობით მიმდინარე პროცესების მონიტორინგი; უსაფრთხოების რისკების, დარღვევებისა და საეჭვო შემთხვევების გამოვლენა და დროული რეაგირება; სავაჭრო დარბაზის, სალარო ზონებისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ლაივ-მონიტორინგი; თანამშრომლების მიერ დადგენილი საოპერაციო სტანდარტებისა და შიდა წესების დაცვის კონტროლი; მონიტორინგის შედეგების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დეტალებზე ორიენტირებულობა და დაკვირვების უნარი; კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა. ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს; კარიერული ზრდის შესაძლებლობას; თუ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] , "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის პოტენციური დამსაქმებლისათვის კანდიდატის მიერ გამოგზავნა ჩაითვლება მის თანხმობად, რომ შპს „ფემილი რითეილი“ დაამუშაოს ამ ინფორმაციაში არსებული პერსონალური მონაცემები. დამუშავების მიზანია კანდიდატის შეფასება გამოცხადებული ვაკანსიისათვის და მასთან კონტაქტი. თუ არ მოხდა კანდიდატის შერჩევა, მისი პერსონალური მონაცემები წაიშლება და აღარ გაგრძელდება მათი დამუშავება. გისურვებთ წარმატებებს !