TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ვირტუალური ექსპატ ბანკირი

ვირტუალური ექსპატ ბანკირი

კრედო ბანკი თბილისი hr.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 11h ago apply by Jul 23, 2026

Job description

სს კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას ვირტუალური ექსპატ ბანკირის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი. კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს” #ჩვენვქმნითშესაძლებლობებს ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა #ჩვენიძალაგუნდურობაშია სამუშაოს აღწერა: საცალო/საკრედიტო პროდუქტების პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსის, ბიზნესის ქცევების, ბანკის კორპორატიული ღირებულებების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლეების, ცოდნა და დაცვა; კლიენტის პერსონალური მონაცემების, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის დაცვა; კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა; კლიენტების კონსულტაცია და დახმარება საბანკო დოკუმენტაციის შევსებაში, რაც არ გულისხმობს მათ ნაცვლად საბანკო დოკუმენტაციის შევსებას; კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების, გადამოწმების, აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა; მიმდინარე ანგარიშის გახსნა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის და ანგარიშების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა; კლიენტებისთვის ვადიანი ანაბრების გახსნა და ანაბრებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა; კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება; არააქტიური კლიენტების ბაზებზე მუშაობა და მათი გააქტიურება; სესხის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება; სესხის დაფარვასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება; სასესხო განაცხადის შევსებასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება; კლიენტებისთვის სპეციალური პაკეტით მომსახურების შეთავაზება და შესაბამისი განაცხადის დარეგისტრირება; ციფრული პროდუქტების რეგისტრაცია და გააქტიურება; უნაღდო კონვერტაციების შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე; კლიენტების მოზიდვა და კრედოს პროდუქტების აქტიურად გაყიდვა; ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი: სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel); საბანკო პროგრამა CSS-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; გაყიდვისა და მომსახურების კარგად განვითარებული უნარები; ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა; გუნდურად მუშაობის უნარი; დინამიურ სამუშაო გარემოში სწრაფად ადაპტაციის უნარი; განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 23 ივლისი , 2026 წელი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით. შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად! #გახდიკრედოელი