TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Warehouse Operations Manager

Warehouse Operations Manager

M I N D Tbilisi, Georgia LinkedIn
Posted Jul 02, 2026 1h ago

Job description

ვაცხადებთ ვაკანსიას საწყობის ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე კომპანია ,,ნუტრიმაქსისთვის“. ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ. დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: http://www.nutrimax.ge/ სამუშაო ადგილი - გარდაბანი, სოფელი გამარჯვება სამუშაო გრაფიკი - 09:00-18:00 (ორშ-პარ), 09:00-16:00 (შაბათი) დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან ან რუსთავიდან); კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა. ძირითადი მოვალეობები: · ნედლეულის მართვა: ნედლეულის მიღების, ხარისხიანი დასაწყობებისა და ზუსტი აღრიცხვის პროცესის სრული მართვა; · მარაგების კონტროლი: მზა პროდუქციის მიღება-გაცემის, ნაშთების მონიტორინგისა და შესაბამისი პროგრამული (ERP) აღრიცხვის უზრუნველყოფა; · დოკუმენტბრუნვა: სასაწყობე დოკუმენტაციის დროული წარმოება და კონტროლი; · უსაფრთხოება და ხარისხი: საწყობში შრომის უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების (ISO/HACCP) ზედმიწევნითი დაცვა; · გუნდის ლიდერობა: დაქვემდებარებული გუნდის ეფექტური მართვა, მოტივირება და სამუშაო პროცესების კოორდინაცია; · ოპტიმიზაცია: სასაწყობე და საწარმოო ოპერაციების მუდმივი ანალიზი, ეფექტურობის გაზრდა და გაუმჯობესების ინიციატივების დანერგვა. ძირითადი მოთხოვნები: · უმაღლესი განათლება; · საწყობის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; · გუნდის მართვის გამოცდილება; · ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნაც); · სასაწყობე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; · საოფისე პროგრამების ცოდნა. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე [email protected] და subject ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია Mind ( https://mind.com.ge/ ). შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.