---
title: ზეინკალი
description: ხის სამშენებლო კოჭების (ბალკების) მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ზეინკლის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში . ძირითადი მოვალეობები: ** დეტალების მომზადება: სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე კომპონენტებ
---

# ზეინკალი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-29  
**Apply by:** 2026-10-29

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=756671)

## Job description

ხის სამშენებლო კოჭების (ბალკების) მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ზეინკლის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში . ძირითადი მოვალეობები: ** დეტალების მომზადება: სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე კომპონენტების გაწმენდა, გაცხიმოვნება, მარკირება და დახარისხება; ** აწყობა და მონტაჟი: დეტალების შეერთება კვანძებად და მექანიზმებად ხელის და ელექტროინსტრუმენტების გამოყენებით (ბურღვა, ჭრა, ხრახნის მოჭრა; ხრახნიანი, შემდუღებლო, სარჩილავი და სამანჭვლე შეერთებების აწყობა); ** კონსტრუქციების მონტაჟი: სამრეწველო მოწყობილობების (ჩარხების, პრესების, კონვეიერების), ლითონის კონსტრუქციების (კოჭების, კარკასების, რეზერვუარების), მილსადენებისა და სხვა ელემენტების დამონტაჟება საპროექტო მოთხოვნების შესაბამისად; ** ტექნიკური მომსახურება და რემონტი (გაშვება-გამართვის შემდეგ): მოწყობილობების მდგომარეობის რეგულარული შემოწმება, გაწმენდა, შეზეთვა, ცვეთადი ელემენტების შეცვლა, დიაგნოსტიკა და მიმდინარე გაუმართაობების დროული აღმოფხვრა. აუცილებელი მოთხოვნები და უნარები: ** ტექნიკური დოკუმენტაციის, ნახაზებისა და სქემების კითხვისა და გაგების უნარი; ** ხელის და ელექტროინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (ხრახნდამჭერი/"შურუპავერტი", კუთხსახეხი/"ბალგარკა", ქანჩსახრახნი/"გაიკავერტი"); ** ლითონის ზეინკლური დამუშავების უნარები: ჭრა, ბურღვა, გაწმენდა, ღუნვა; ** ზუსტი საზომი ინსტრუმენტების ფლობა (შტანგენცირკული, მიკრომეტრი, თარაზო, საზომი ლენტი, კუთხმზომი) და ზომების სიზუსტის კონტროლი. სასურველია (ჩაითვლება უპირატესობად): ** ლაზერული საზომი ხელსაწყოების გამოყენების გამოცდილება მონტაჟის სიზუსტის ასამაღლებლად; ** შედუღების სამუშაოების შესრულების უნარი; ** საბაზისო ცოდნა და კომპეტენცია ელექტროენერგეტიკაში. რას გთავაზობთ: ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, სტაბილურ სამუშაო გარემოს, ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: sgelashvii.gsolar@gmail.com , გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%96%E1%83%94%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
