TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / 3PL საწყობის მენეჯერი

3PL საწყობის მენეჯერი

A Logistics Company Georgia ქართული
Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Sep 03, 2026

Job description

"A Logistics Company" (ALC) წარმოადგენს წამყვან ლოგისტიკურ კომპანიას საქართველოში, რომელიც ფლობს და მართავს ინდუსტრიულ უძრავ ქონებას. ჩვენ ვთავაზობთ მიწოდების ჯაჭვის სრულ მართვას, საწყობებსა და სხვადასხვა ტიპის სივრცეებს წარმატებულ ბიზნესებს საქართველოში. პოზიციის დასახელება: 3PL საწყობის მენეჯერი ადგილმდებარეობა: თბილისი, ქსნის ქუჩა №36 სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ სამუშაო აღწერილობა: საწყობის მართვა კომპანიის სტანდარტების შესაბამისად, პროდუქციის მიღების, შენახვის, გაცემისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და სხვა. ფუნქცია-მოვალეობები: ** საწყობის მართვა კომპანიის სტანდარტების შესაბამისად; ** WMS პროგრამისა და შესაბამისი თანამშრომლ (ებ)ის მართვა; ** საწყობის ოპერაციებისა და შესაბამისი თანამშრომლების მართვა; ** კომპანიის პოლიტიკისა და ხედვების დაცვა დადგენილი პროცედურების საფუძველზე; ** ძირითადი ოპერაციების ზედამხედველობა, როგორიცაა პროდუქციის მიღება, შენახვა, გაცემა და მოვლა; ** ინვენტარიზაციის ჩატარებისა და დაგეგმვის განხორციელების კონტროლი; ** საწყობის სივრცის ეფექტურად გამოყენება; ** ოპტიმალური ოპერატიული პოლიტიკისა და პროცედურების კოორდინაცია და განხორციელება; ** ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა; ** კლიენტებთან და სატრანსპორტო კომპანიებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა; ** საწყობის თანამშრომლებისთვის შენიშვნების ორგანიზება, მათი მინიჭება და ზედამხედველობა; ** მუდმივი უკუკავშირი კლიენტთან და გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლი; ** რეპორტინგი კლიენტთან და კომპანიის მენეჯმენტთან; ** დოკუმენტაციის არქივის წარმოება; ** ადმინისტრაციული ინვენტარის აღრიცხვა და მასზე სრული პასუხისმგებლობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სავალდებულო: ** უმაღლესი განათლება; ** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე ან უფრო მაღალი); ** საოფისე პროგრამების ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** პუნქტუალურობა; ** ორგანიზებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კომუნიკაბელურობა. სასურველი: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-დან 5 წლამდე გამოცდილება; ** კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: [email protected] შეტყობინების Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - 3PL საწყობის მენეჯერი. კანდიდატთა შერჩევის პროცესს ვახორციელებთ "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამოვრიცხავთ პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.