TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / აჭარის წარმომადგენლობის კოორდინატორი

აჭარის წარმომადგენლობის კოორდინატორი

PayBox ბათუმი ქართული
Posted Jul 09, 2026 1 day ago apply by Aug 07, 2026

Job description

სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს PayBox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8000-მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000-მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. PayBox აცხადებს ვაკანსიას აჭარის წარმომადგენლობის კოორდინატორის პოზიციაზე. რას გააკეთებ: უზრუნველყოფ რეგიონებში ტერმინალების ტექნიკურ გამართულობას; განახორციელებ ქსელში განთავსებული ტერმინალების მონიტორინგს და შემოვლას; მონაწილეობას მიიღებ ტერმინალების ქსელში განთავსების პროცესში; იქნები პასუხისმგებელი მატერიალურ მარაგებზე (საწყობზე); მოამზადებ ტექნიკური მიმართულების ამოცანებს და უზრუნველყოფ მათ დროულ შესრულებას; უზრუნველყოფ შესაბამისი მიმართულების თანამშრომლებისთვის დავალებების გადანაწილებას. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული უნარები: კეთილგანწყობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; მიდევნებისა და კონტროლის უნარი. დეტალების მიმართ ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას; ანაზღაურება - 1600 ლარი. დამატებითი მოთხოვნები: ავტომობილის ფლობა. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/SdPHICRb