აჭარის წარმომადგენლობის ტექნიკოსი
Job description
სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს PayBox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8000 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული PayBox აცხადებს ვაკანსიას აჭარის წარმომადგენლობის ტექნიკოსის პოზიციაზე. სამუშაო ოფისი: ქ. ბათუმი; გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-18:00 საათი, შაბათი - 10:00 - 14:00 საათი; რისი გაკეთება მოგიწევს: ქსელში არსეული ტერმინალების გამართულად, შეფერხების გარეშე მუშაობის უზრუნველყოფა; ტერმინალის სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება; ტერმინალის გამართულად მუშაობის მონიტორინგი, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დიაგნოსტიკა და მისი დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფა; ტერმინალის პროგრამული უზრუნველყოფა: სისტემის გამართვა, დრაივერების დაყენება, სისტემის ინსტალაცია; განახლებების ინსტალაცია , საჭიროების შემთხვევაში კომპანიაში არსებული პროქტრებში ჩართულობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; პიროვნული უნარები: ორგანიზებულობა; პასუხისმგებლიანობა; დეტალების მიმართ ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას; ყოველთვიურ ბონუსს (500 ლარამდე); ანაზღაურება-1150 ლარი (ბონუსის გარეშე). დამატებითი მოთხოვნები: უძრავი ან მოძრავი ქონებით, ან თავდებით უზრუნველყოფა (უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შემთხვევაში დამატებით 100 ლარი); ავტომობილის ფლობა. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/GOjLcqQd