გაყიდვების მენეჯერი/ კონსულტანტი
Job description
თბილი სახლი ექსპრესი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი/ კონსულტანტი ჩვენ შესახებ „თბილი სახლი ექსპრესი“ მომხმარებელს უნიკალურ სერვისს სთავაზობს. მშენებარე კორპუსებში ბინის მეპატრონეებს სრულიად უფასოდ, საჩუქრად ვუმზადებთ ბინის შიდა საინჟინრო დაქსელვის პროექტს. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ სრულყოფილი და უმაღლესი ხარისხის მომსახურება. პროექტით გათვალისწინებული საინჟინრო სისტემების პროფესიონალური კონსულტაცია, სამონტაჟო სამუშაოების შესრულება და შესაბამისი აგრეგატების მიწოდება-მონტაჟი. თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, გაყიდვები და გსურთ მომხმარებლებს საუკეთესო საინჟინრო გადაწყვეტილებების შერჩევაში დაეხმაროთ, შემოუერთდით ჩვენს გუნდს! სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 18:00 1 საათიანი შესვენება ძირითადი მოვალეობები: შოურუმში მოსული ბინის მეპატრონეებისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა; ბინის ნახაზების დეტალური განხილვა კლიენტთან ერთად და ნახაზებზე დატანილი აგრეგატების/სისტემების მახასიათებლების ახსნა; პოტენციურ კლიენტებთან (ბინის მობინადრეებთან) აქტიური კომუნიკაცია (სატელეფონო და პირისპირ) და კომპანიის სერვისების – სამონტაჟო სამუშაოებისა და აგრეგატების – შეთავაზება/გაყიდვა; მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე მორგებული ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზება; გაყიდვების პროცესის მართვა და რეპორტინგი. მოთხოვნები: გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია საინჟინრო ან უძრავი ქონების მიმართულებით); კომუნიკაციის მაღალი უნარი; მოლაპარაკებების წარმოების უნარი; შედეგზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა; ჩვენ გთავაზობთ: პროფესიულ განვითარებას; თანამედროვე სამუშაო გარემოს; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება „გაყიდვების მენჯერი“. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე:[email protected]