TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ადამიანური რესურსების ხელმძღვანელი

ადამიანური რესურსების ხელმძღვანელი

დჯ ჯგუფი Georgia ქართული
Posted Jul 21, 2026 1 day ago apply by Aug 21, 2026

Job description

კომპანია "DG ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების ხელმძღვანელის პოზიციაზე. გრაფიკი: სრული ანაზღაურება: შეთანხმებით ფუნქცია-მოვალეობები: ** ორგანიზაციის მასშტაბით ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის, პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი; ** HR მიმართულებით პროცედურების და ინსტრუქციების შემუშავება და მათი პერიოდული განახლება; ** თანამშრომელთა შერჩევის პროცესის ორგანიზება, სრული ციკლის მართვა; ** კომპანიაში ახალი თანამშრომლების ონბორდინგის/ადაპტაციისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება; ** პერსონალის მართვა და დენადობის კონტროლი; ** ტრენინგების საჭიროებების განსაზღვრა, დაგეგმვა/ორგანიზება და საბაზისო ტრენინგების ჩატარება; ** შეფასების სისტემის შემუშავება, განვითარება, მართვა და კონტროლი; ** სამოტივაციო სისტემის შემუშავება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება; ** დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს შრომითი კანონმდებლობის და კომპანიის წესდების შესაბამისად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით); ** ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება; ** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა. საჭირო უნარ-ჩვევები: ** ანალიტიკური აზროვნება; ** პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების დასახვის უნარი; ** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. გისურვებთ წარმატებას!