ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
Job description
კომპანია „ელ+“ (Elplus) , რომელიც 21 წელზე მეტია ლიდერია ქართულ ბაზარზე საინჟინრო და სახანძრო სისტემების მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის (HR) დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ჩვენი კომპანია დღეს 300-მდე პროფესიონალს აერთიანებს (როგორც საოფისე, ისე საწარმოო და საობიექტე მიმართულებით). შესაბამისი ტალანტების მოძიება, შენარჩუნება და მათი განვითარება ჩვენი გუნდის მუდმივი პრიორიტეტია. სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის #126 გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10 სთ- 18 სთ-მდე (7-საათიანი სამუშაო დღე + 1 საათი შესვენება) ფუნქცია მოვალეობები: კომპანიის ბიზნეს-მიზნებზე მორგებული HR სტრატეგიისა და ბიუჯეტის შემუშავება/მართვა; რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა (როგორც საოფისე, ისე სპეციფიკური ტექნიკური/საწარმოო კადრების მიმართულებით). კომპანიაში დანერგილი Self HR-ის (ადმინისტრირებისა და რეკრუტინგის მოდულების) ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა; თანამშრომელთა ადაპტაციის პროცესის კოორდინირება; თანამშრომლების აყვანის და გათავისუფლების პროცედურის მართვა; HR ადმინისტრატორის მუშაობის კონტროლი და სრული HR დოკუმენტბრუნვის სამართლებრივი გამართულობისა და ვადების უზრუნველყოფა; შიდა შეფასების, მოტივაციისა და წახალისების სისტემების შემუშავება, დანერგვა და განვითარება; სასწავლო საჭიროებების გამოვლენა და ტრენინგების ორგანიზება დეპარტამენტების მოთხოვნის შესაბამისად; კორპორატიული კულტურის გაძლიერება, შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესება და კონფლიქტების/დისციპლინური საკითხების მართვა; კომპანიის, როგორც დამსაქმებლის იმიჯზე ზრუნვა და ცნობადობის გაზრდა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით); მსგავს პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება; ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა – სავალდებულო; საოფისე პროგრამებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) თანამედროვე ინსტრუმენტების სამუშაო პროცესში ეფექტურად გამოყენების უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა HR მუშაობის გამოცდილება; ჩვენ გთავაზობთ: კომფორტულ გრაფიკს: 7-საათიანი სამუშაო დღე (1-საათიანი შესვენებით); უფასო კვებას კომპანიის უზრუნველყოფით (ადგილზე); სტაბილურ სამუშაო გარემოს; პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს; ჯანმრთელობის დაზღვევას თანადაფინანსებით; FITPASS- სარგებლობის საშუალებას; ანაზღაურება: კონკურენტული (გამოცდილების შესაბამისად) თუ მზად ხარ გახდე ჩვენი გუნდის წევრი გადადი ბმულზე, გაიგე მეტი და შეავსე განაცხადი https://elplus.selfrecruit.ge/s/lQcn1 გისურვებთ წარმატებას!