TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი

ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი

state-catering-support- Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 2h ago apply by Aug 02, 2026

Job description

კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი/09:00-18:00 სთ ანაზღაურება: შეთანხმებით. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით); ** მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; ** აუცილებელია შრომის კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების უმაღლეს დონეზე ცოდნა. ფუნქცია-მოვალეობები: ** პასუხისმგებელია ორგანიზაციისთვის პერსონალის მოზიდვასა და შერჩევის პროცესის სწორად განხორციელებაზე; ** კომპანიაში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის დამუშავება; ** სამუშაოს ძიების პლატფორმებზე ვაკანსიის განთავსება; ** თანამშრომლების შერჩევის პროცესის სწორად წარმართვა, შემოსული რეზიუმეების განხილვა, გასაუბრების/ტესტირების დაგეგმვა, სრული პროცესის ორგანიზება; ** ახალი თანამშრომლის მიღების პროცედურის უზრუნველყოფა; ** პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტების სათანადო დონეზე გაფორმება/რეგისტრაცია/შენახვა; ** თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება; ** თანამშრომლების ადაპტაციის, შეფასებისა და განვითარების პროცესების მხარდაჭერა; ** პერსონალის საქმიანობის შეფასების სისტემის დანერგვაში, განხორციელებაში და შედეგების მართვაში მონაწილეობის მიღება; ** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, ხელშეკრულებების, სხვადასხვა ტიპის ცნობებისა და დოკუმენტების მომზადება; ** თანამშრომელთა სამსახურში დროულად მოსვლა-წასვლის ფორმის მომზადება და წარმოების პროცესის უზრუნველყოფა; ** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება. პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** გასაუბრების ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის უნარი; ** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კომუნიკაბელური; ** დისციპლინირებული/პუნქტუალური; ** დეტალებზე ორიენტირებული. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ, მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] , ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის! პატივისცემით, შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა"