ადმინისტრატორი
Job description
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე გამოცხადებული პოზიციის აღწერა აღნიშნულ პოზიციაზე კანდიდატის მოვალეობები: ადმინისტრაციული საქმის წარმოება; ადმინისტრირება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ელექტრონული და ქაღალდური დოკუმენტბრუნვის მართვა; სატელეფონო და ელექტრონული(e-mail) კომუნიკაცია, ასევე შემოსული ზარებისა და წერილების მიზნობრივ ადრესატთან გადამისამართება; ოფიციალური კორესპოდენცია საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე; საორგანიზაციო საკითხების ადმინისტრირება; შიდა კომუნიკაციისა და კორპორატიული კულტურის ეფექტურობის უზრუნველყოფა; საჭიროების შემთხვევაში დირექტორის/მენეჯერის დავალების შესრულება. მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობის პრინციპების დაცვით შერჩეული კანდიდატი ახორციელებდეს შიდა საქმიანობის ეფექტურ წარმოებას ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და მენეჯერებთან თანამშრომლობით, შიდა პროგრამულ და საორგანიზაციო საკითხებზე და ა.შ. გამოცდილება/კვალიფიკაცია: სასურველია განათლება - საქმის წარმოების, მენეჯმენტის, ადმინისტრირების ან HR მიმართულებით. საბაზისო გამოცდილება საქმის წარმოების, ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის მიმართულებით; ინგლისური ენის ცოდნა; Microsoft Office -ის სრულყოფილი ცოდნა. ზოგადი უნარ - ჩვევები : პასუხისმგებლობის გრძნობა, მოტივირებული, კომუნიკაბელური, მოწესრიგებული, გუნდური მუშაობის უნარი. პრიორიტეტი მიენიჭებათ სამუზეუმო საქმით დაინტერესებულ პირებს. სამუშაო გრაფიკი სრული. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზუმე ფოტოსურათით (CV) და სამოტივაციო წერილი 2026 წლის 20 ივლისამდე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს.