ადმინისტრატორი
Job description
" ტერმინალი " არის მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე მათთვის, ვისი მიზანიც პროგრესი და განვითარებაა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.terminal.center/ "ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. ამ პოზიციისთვის ვეძებთ მეგობრულ და მომხმარებლებზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ სტუმრებს და მონაწილეობა მიიღონ სივრცის ყოველდღიურ პროცესებში. მისამართი: აბაშიძის ქ. N 34 სამუშაო საათები: 09:00-15:00 ან 15:00-21:00 (კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი) ძირითადი მოვალეობები: ** სივრცის წევრებისა და ვიზიტორების დახვედრა; ** წევრებთან და პოტენციურ წევრებთან კომუნიკაცია სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით; ** თანხის მიღება, გადახდის გატარება და შესაბამისი პროცედურის წარმართვა; ** ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება - დოკუმენტაციის წარმოება, კორესპონდენციის მართვა; ** პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა; ** სივრცის წევრებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების დადგენა და მეგობრული/სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაზე ზრუნვა; ** გუნდის მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობებში. ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის: ** მომხმარებლებზე ორიენტირებული; ** მეგობრული; ** საუბრობს ინგლისურად საკომუნიკაციო დონეზე; ** შეუძლია გუნდური მუშაობა. დამატებითი ბენეფიტები: ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** სავალდებულო საპენსიო შენატანის უზრუნველყოფა; თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება (ადმინისტრატორი) რომელზეც აგზავნით განაცხადს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება მხოლოდ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.