ადმინისტრატორი
Job description
" კალისია " - ესთეტიკური მედიცინის ცენტრი, რომელიც 8 წელია წარმატებით ფუნქციონირებს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 7 ფილიალს და სთავაზობს მომხმარებლებს როგორც ესთეტიკურ, ისე სალონურ მომსახურებას სხვადასხვა ქალაქში. ფილიალები ფუნქციონირებს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, თელავი. პოზიცია - ადმინისტრატორი ადგილმდებარეობა - ვარკეთილი, წულუკიძის (ლაღიძის) №6.; სამუშაო დღეები - კვირაში 3-4 დღე; სამუშაო საათები - 10:00-20:00; მოვალეობები: ** მომხმარებლებისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება; ** ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება; ** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა; ** მომხმარებელთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება; გაგმოგვიგზავნეთ რეზიუმე თუ: ** ხართ მიზანდასახული და ინიციატორი; ** ხართ დისციპლინირებული და პუნქტუალური: ** მეტყველებთ გამართულად ქართულად; ** შეგიძლიათ თითოეულ ადამიანს მიუდგეთ ინდივიდუალურად; ფლობთ საოფისე და კომპიუტერულ პროგრამებს ან შეგიძლიათ მარტივად აითვისოთ. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, თანდართული ფოტოსურათით, მისამართზე: [email protected] გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებებს!