ადმინისტრატორი
Job description
Old Town Barbershop ეძებს პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ ადმინისტრატორს ჩვენს მეგობრულ გუნდში. მოვალეობები: ** კლიენტების დახვედრა და მომსახურება; ** ჯავშნების მიღება და მართვა; ** სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების პასუხი; ** სალონის ყოველდღიური მუშაობის ორგანიზება; ** სალონის სისუფთავისა და კომფორტული გარემოს კონტროლი; ** გადახდების მიღება და სალაროს მართვა. მოთხოვნები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომუნიკაბელურობა და თავაზიანი დამოკიდებულება; ** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; ** კომპიუტერის საბაზისო ცოდნა; ** ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა; რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ ანაზღაურებას; ** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** სრულ განაკვეთზე მუშაობას. სამუშაო ადგილი: Old Town Barbershop, თბილისი გრაფიკი: 2/2 (ან შეთანხმებით) ხელფასი - ცვლაში 70 ლარი თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა, გამოგვიგზავნე CV ან დაგვიკავშირდი პირად შეტყობინებაში. გელოდებით ჩვენს გუნდში!