ადმინისტრატორი
Job description
სამუშაო ადგილი: ბაკურიანი , დ. აღმაშენებლის ქუჩა, დიდველის საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება და განთავსება; ** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ; ** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება; ** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; ** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** პროგრამა "ფინაში" მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული უნარები: ** ეფექტური კომუნიკაცია; ** მომხმარებელზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა; ** პუნქტუალურობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება; ** ლიდერული უნარ-ჩვევები; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი. გუნდის ახალ წევრს ჩვენ ვთავაზობთ: ** მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** საცხოვრებლით, ტრანსპორტირებითა და კვებით უზრუნველყოფას; ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას; ** მაქსიმალურ ხელშეწყობას კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის. შერჩევის ეტაპები: ** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს); ** ინდივიდუალური გასაუბრება HR მენეჯერთან; ** გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან. თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება. შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ HMG-ის მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც. ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ HMG მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!