TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Project Manager / IT Change Manager

IT Change Manager

Socar Energy Georgia Georgia ქართული
Posted Aug 06, 2026 1h ago apply by Sep 06, 2026

Job description

შპს " სოკარ ენერჯი ჯორჯია " აცხადებს ვაკანსიას თბილისში IT ცვლილებების მენეჯერის პოზიციაზე. ლოკაცია: თბილისი, 300 არაგველის N24; გრაფიკი: სრული განაკვეთი/ნახევარი განაკვეთი ბენეფიტები: კორპორატიული ნომერი, საწვავზე ფასდაკლების ბარათი. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** IT ცვლილებების მართვის პროცესის სრული ციკლის მართვა და ადმინისტრირება ITIL-ის საუკეთესო პრაქტიკებისა და შიდა პოლიტიკის შესაბამისად; ** ცვლილების მოთხოვნების (RFC) განხილვა, შეფასება და პრიორიტეტების განსაზღვრა; ** ცვლილებების საკონსულტაციო საბჭოს (CAB) და საგანგებო ცვლილებების საბჭოს (ECAB) შეხვედრების ორგანიზება და თავმჯდომარეობა; ** შემოთავაზებული ცვლილებების რისკის, გავლენისა და ბიზნეს დასაბუთების შეფასება, ტექნიკური განხორციელებადობისა და უკან დაბრუნების გეგმების ჩათვლით; ** ცვლილებების განრიგის კოორდინაცია სხვა დაგეგმილ ცვლილებებთან კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად; ** ცვლილებების მონიტორინგი მათი სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში (მომზადება, შეფასება, დამტკიცება, დანერგვა, გადახედვა, დახურვა); ** ცვლილებების ტენდენციებისა და KPI-ების შესახებ ანგარიშგება ხელმძღვანელობისთვის; ** მჭიდრო თანამშრომლობა ინციდენტების, პრობლემების და რელიზების მართვის გუნდებთან ინტეგრირებული ITSM პროცესების უზრუნველსაყოფად; ** ცვლილებების მართვის მოდულის ადმინისტრირება ITSM ინსტრუმენტში (მაგ. ManageEngine, Jira Service Management). საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებაში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში ან მონათესავე სფეროში; ** მინ. 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT სერვისების მართვის; ** ITIL Foundation სერტიფიკატი; ** პრაქტიკული გამოცდილება CAB შეხვედრების თავმჯდომარეობასა და ცვლილების რისკის შეფასებაში; ** ITSM ინსტრუმენტების (სასურველია ManageEngine) ცოდნა; ** ITIL Foundation სერტიფიკატი; ITIL Practitioner/Intermediate სერტიფიკატი (სასურველია); ** ღრუბლოვანი სერტიფიკატი (AWS Certified DevOps Engineer, Azure DevOps Engineer Expert ან GCP Professional DevOps Engineer) ჩაითვლება უპირატესობად; ** გამოცდილება Agile/Scrum და Kubernetes-ის ადმინისტრირებაში; პიროვნული თვისებები და უნარები: ** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** გუნდურობა და კომუნიკაბელურობა. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას; ** ფიტპასითა და ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობას; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითოთ "IT ცვლილებების მენეჯერი". გისურვებთ წარმატებას! თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ: ** თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის; ** შპს "სოკარ ენერჯი ჯორჯია" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით; იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე.