ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
Job description
კომპანია "ფარმკაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე. თუ ხართ ორგანიზებული, კომუნიკაბელური და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე პიროვნება, გელოდებით ჩვენს გუნდში! ლოკაცია: თბილისი დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი ძირითადი მოვალეობები: ** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია ** კომპანიის ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება და დაარქივება, შესაბამისი რეესტრების წარმოება და განახლება ** შრომის უსაფრთხოების საკითხების კოორდინაცია ** საოფისე მასალების მომწოდებლების შეფასება და შერჩევა ** საოფისე მასალების აღრიცხვა და მომარაგება ** სამუშაო გრაფიკების, შეხვედრებისა და ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება ** სხვა ადმინისტრაციული საკითხების მართვა და მოგვარება მოთხოვნები: ** ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის არა ნაკლებ 2 წლის გამოცდილება ** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ფინანსური განხრით) ** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა (MS Office, Google Workspace) ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა ** კომუნიკაციისა და რამდენიმე ამოცანის პარალელურად შესრულების უნარი ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა ** ინგლისური (B1 დონეზე) და რუსული ენების კარგად ცოდნა ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ ანაზღაურებას ** სასიამოვნო სამუშაო გარემოს ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და ხელშეწყობას დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV (რეზიუმე) და ფოტო შემდეგ მისამართზე: [email protected] . საგნის ველში ("subject") მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კანდიდატის შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს: ** CV (რეზიუმე) გადარჩევა ** ინდივიდუალური გასაუბრება 2 ეტაპად. CV (რეზიუმე) გამოგზავნის საბოლო ვადა: 30.07.2026 მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს ფარმკაპიტალისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი, ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.