ადმინისტრაციული ასისტენტი
Job description
დაცვის კომპანია "ალგანი" დაარსდა 2004 წელს, ამბიციური ხედვით, თანმიმდევრული პოლიტიკითა და საქმის პროფესიონალიზმით კომპანია მალევე გახდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბაზრის ლიდერი საქართველოში. დღეს "ალგანის" პორტფოლიო 12, 000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის "ალგანში" დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. დაცვის კომპანია " ალგანი " აცხადება ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 (1 საათი შესვენება) ანაზღაურება: 1500 (net) ფუნქცია-მოვალეობები: გაუწიოს კოორდინაცია ოფისში შემოსულ ზარებს, გასცეს ამომწურავი პასუხი მომსახურებასა და ფასზე დაინტერესებულ პირებს; საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს მოლაპარაკებები მომხმარებლებთან; უზრუნველყოს მომხმარებლის პროგრამულად დარეგისტრირება; ყოველთვიურად მოამზადოს სხვადასხვა ტიპის რეპორტი; შეასრულოს სხვა ადმინისტრაციული საკითხები მისი კომპეტენციის ფარგლებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით; საოფისე პროგრამების ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ანალიტიკური აზროვნება; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი; მოლაპარაკებების წარმოების უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.