ადმინისტრაციული ასისტენტი
Job description
დაცვის კომპანია "ალგანი" დაარსდა 2004 წელს, ამბიციური ხედვით, თანმიმდევრული პოლიტიკითა და საქმის პროფესიონალიზმით კომპანია მალევე გახდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბაზრის ლიდერი საქართველოში. დღეს "ალგანის" პორტფოლიო 12, 000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის "ალგანში" დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადება ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 (1 საათი შესვენება) ანაზღაურება: 1500 (net) ფუნქცია-მოვალეობები: ** გაუწიოს კოორდინაცია ოფისში შემოსულ ზარებს, გასცეს ამომწურავი პასუხი მომსახურებასა და ფასზე დაინტერესებულ პირებს; ** საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს მოლაპარაკებები მომხმარებლებთან; ** უზრუნველყოს მომხმარებლის პროგრამულად დარეგისტრირება; ** ყოველთვიურად მოამზადოს სხვადასხვა ტიპის რეპორტი; ** შეასრულოს სხვა ადმინისტრაციული საკითხები მისი კომპეტენციის ფარგლებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით; ** საოფისე პროგრამების ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ანალიტიკური აზროვნება; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი; ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.